ქართული | English | Русский

2016-2017 ს/წ და 2017-2018 ს/წ კონკურსებთან დაკავშირებით

19-09-2016

გილოცავთ 2017-2018 სასწავლო წელს და გისურვებთ წარმატებებს!!! 

 

ამასთან 2017-2018 ს/წ კონკურსებში მონაწილეობს მსურველებისთვის გვაქვს სასიამოვნო სიახლე. მომდევნო 2017-2018 სასწავლო წლის კონკურსებში გამარჯვებულები და ამასთან ყველა მონაწილე, მიუხედავად გამარჯვებისა, რომელიც დააგროვებს 500 ქულას (ქულები ჯამდება 2015-2016; 2016-2017 და 2017-2018 სასწავლო წლის კონკურსებში მონაწილეობით მიღებული შედეგების შესაბამისად), პედაგოგი 5000 ქულას, ხოლო სკოლა 10000 ქულას (დირექტორი) 2018 წლის ივნისში გაემგზავრება ევროპაში, კერძოდ, მარშრუტი პრაღა-ბუდაპეშტი-ვენა 7 დღიანი ტური).

მიმდინარე სასწავლო წლის ყველა საგნის კონკურსებში უფასოდ ჩაერთვება. ერთჯერადი რეგისტრაციის გადასახადი შეადგენს 20 ლარს, ნაცვლად ყოველ საგანში ყოველი ტურის გადასახადის 3 ლარისა.

 

რეგისტრაციის პროცედურა გამარტივებულია.  თქვენს მიერ აპლიკაციის შევსება არ არის საჭირო. პირდაპირ ბანკში გადახდისას დანიშნულებაში მიუთითეთ მონაწილის სახელი და გვარი და მინიმუმ სამი სატელეფონო ნომერი (მშობელი, აუცილებელია პედაგოგის). დარეგისტრირებული მონაწილეების შესახებ ინფორმაცია განთავსდება ჩვენს ვებ. გვერდზე WWW.KUEDU.GE

 

განათლებისა და განვითარების ცენტრი "ცოდნის სამყარო"




უკან