ქართული | English | Русский

კონკურსი დისტანციურ ტესტირებებში

08-10-2018

მოგესალმებით, გილოცავთ ახალი 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებას და გისურვებთ წარმატებებს!!!

განახლდა საკონკურსო პროგრამებში ჩართვა. ყველა ვისაც გასული სასწავლო წლის ფარგლებში შეუფერხდა ტესტირების პროცესი ტესტირებებს გაივლის მიმდინარე სასწავლო წლის ფარგლებში, პირველი სემესტრის განმავლობაში. ხოლო ახალი მონაწილეების ჩართვის შემთხვევაში აუცილებელია აპლიკაციის შევსება, რომელიც განთავსებულია ვებ გვერდზე. აპლიკაციის შესავსებად თქვენ უნდა ჩამოტვირთოთ აპლიკაცია შეავსოთ და გადმოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე kukonkursebi@gmail.com.

 

რაც შეეხებათ გუნდებს, რომლებსაც დარჩათ ნახევარფინალი და ფინალი გასავლელი - ნახევარფინალები ჩატარდება ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის დასაწყისში 10 რიცხავმდე, ხოლო ფინალი დეკემბრის თვეში.

ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.

პატივისცემით, 

 

KU-ს ადმინისტრაცია




უკან